ბექა საყვარელიძე. პეიზაჟი
ლოტის #:
1760
დაწყება/დასრულება
2020-08-03 12:00:00 - 2020-08-10 14:00:00
სტატუსი
დასრულებული
გამყიდველი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი

ავტორი: ბექა საყვარელიძე

სათაური: პეიზაჟი

ზომა: 40 x 50 სმ.

მასალა: ტილო, ზეთი

მდგომარეობა: კარგ

 

ბიოგრაფია:

ბექა საყვარელიძე დაიბადა 1991 წელს. ის ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულება (2010-2016, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა).

ამჟამად, ის არის მოწვეული პედაგოგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; დრეზდენის საერთაშორისო გამოფენა „კულტურა-სინქრონის" სამხატვრო ხელმძღვანელი; არტ ჯგუფი „ფერადი კაბრიოლეტის" წევრი.

2018 წელს მან მოიპოვა „კანალეტოს პრიზი" (დრეზდენი, გამოფენა „კულტურა-სინქრონი). 2017 წელს გახდა პრემია ვიზუალურ ხელოვნებაში „ჯირაფის" გამარჯვებული.

მონაწილეობა აქვს მიღებული ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში საქართველოსა და უცხოეთში. მათ შორის: 2019 წელს მილანში გამოფენა "Renoir Award" - გალერეა M.A.D.S Milano; 2019 წელს "Art Without Borders" - ბელგრადის ნაციონალური გალერეა; 2018 წელს თბილისსა და ბათუმში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი "Life'N'style" - თი ბი სი ბანკის არტ გალერეა; 2018 წელს ბერლინში "I Create Reality" - გალერეა GeoArt; 2014 წელს ფლორენციაში ვორქშოპი Del Bianco ("Palazzo Coppini"); 2016 წელს ბულგარეთის ბიენალე (სოფია); 2015 წელს თბილისში „ხვიჩა გაქცევას აპირებს" - არტ გალერეა "Silk"; 2015 წელს „მხედარი" - არტ გალერეა "Alliance 22" და სხვ.

 

 

1.ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი
2.საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი
3.საბანკო გარანტიის გამოყენების მეთოდი


ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდა

სრული და საგარანტიო თანხის გადახდა მომხმარებლისათვის შესაძლებელია ბანკში ნაღდი ფულით, შპსთბილისის სააუქციონო სახლის“ (. 204545974) შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:
1. სსსაქართველოს ბანკისანგარიშის ნომერზე - GE36BG0000000305665301

2. სსთიბისი ბანკისანგარიშის ნომერზე - GE62TB7538936050100003

3. სს "ბაზის ბანკის" ანგარიშის ნომერზე - GE92BS0000000002336401

 

 ამასთან, მომხმარებელმა საბანკო გადარიცხვისას დანიშნულებაში უნდა მიუთითოს საიტზე რეგისტრაციის დროს მითითებული ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და ლოტის ნომერი, რომელზეც სურს ვაჭრობა.
მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ანგარიშზე თანხის ასახვას შესაძლოა დასჭირდეს გარკვეული დრო და იგი თანხის გადახდისთანავე ვერ დაიწყებს ვაჭრობას.
მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს გადახდის ქვითარი წარმოადგინოს თბილისის სააუქციონო სახლში, თუ თანხა ანგარიშზე არ არის ასახული.


საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საკრედიტო ბარათით გადაიხადოს სრული და საგარანტიო თანხა. (ლიმიტი 50 000 ლარი) საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორების არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი ლოტის გვერდიდან გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.
გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება. დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.
თანხის განბლოკვა მოხდება აუქციონის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში. ბანკის საკომისიო შეადგენს 0.50 თეთრს.

მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანხას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს. აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში, სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკისმიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.


საბანკო გარანტიის გამოყენებით გადახდა

მომხმარებელს აუქციონში მონაწილეობის საგარანტიო თანხა შეუძლია გაააქტიუროს საბანკო გარანტიის გამოყენებით. საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ. მომხმარებელმა საბანკო გარანტიის ორიგინალი უნდა წარადგინოს შპსთბილისის სააუქციონო სახლშიაუქციონის დასრულებამდე 30 წუთით ადრე. საბანკო გარანტიის ვადა არ უნდა იყოს მისი გაცემიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები.