ზომა: ჩარჩოს გათვალისწინებით: 30 x 23 სმ. ზომა ჩარჩოს გარეშე: 21 x 14 სმ.
მასალა: აკრილი, ხე (მერქანბოჭკოვანი ფილა, იგივე "დვპ" )
მდგომარეობა: კარგი
გადახდის ვადა: აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღე
ბიოგრაფია:
ნიკა ხაბელაშვილი დაიბადა 1999 წლის 15 აპრილს.
ნიკას განათლება აქვს მიღებული 2011-2016 წლებში გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო
სკოლაში; 2017 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,
დაზგური ფერწერის მიმართულებით; 2019 წელს შჩეცინის ხელოვნების აკადემიაში,
„ერასმუს +"-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონეთში.
ნიკას მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში, კონკურსებსა
და პერფორმანსებში. მათ შორის: 2020 წელს პერფორმანსი ,,კევა-კორონა+ევა'',
თბილისი, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი; 2020
წელს გამოფენა ,,კულტურა, სინქრონი'',
დრეზდენის საერთაშორისო პროექტ ,,palais sommer''-ის ფარგლებში;
2019 წელს გამოფენა პროექტის ფარგლებში
,,მუზეუმის ღამე", შჩეცინი, პოლონეთი; 2018 წელს პერსონალური გამოფენა
ბანფის საერთაშორისო,
სამთო ფილმების ფესტივალის ფარგლებში, თბილისი;
2018 წელს გამარჯვებული ხატვის კონკურსში
,,აიესაის მხატვარი''; 2013 და 2012 წლებში გამარჯვებული ხატვის/პოსტერების
კონკურსში
ჯანსაღი ცხოვრების თემაზე, პროექტის პარტნიორი ,,USAID''.