ზომა: 38 x 34 სმ (ჩარჩოს გათვალისწინებით)
მასალა: ქაღალდი, შერეული ტექნიკა
მდგომარეობა: კარგი
გადახდის ვადა: აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღე
ბიოგრაფია:
ნიკა ხაბელაშვილი დაიბადა 1999 წლის 15 აპრილს.
ნიკას განათლება აქვს მიღებული 2011-2016 წლებში გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო
სკოლაში; 2017 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,
დაზგური ფერწერის მიმართულებით; 2019 წელს შჩეცინის ხელოვნების აკადემიაში,
„ერასმუს +"-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონეთში.
ნიკას მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში, კონკურსებსა
და პერფორმანსებში. მათ შორის: 2021 წელს პერსონალური გამოფენა "ბინა №2",
თბილისი; 2020 წელს ხელოვნების სამენეჯმენტო კომპანია "ორიანის" მიერ
ორგანიზებული გამოფენა "დროებითი კედლები"; 2020 წელს პერფორმანსი
,,კევა-კორონა+ევა'', თბილისი, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების
მუზეუმი; 2020
წელს გამოფენა ,,კულტურა, სინქრონი'',
დრეზდენის საერთაშორისო პროექტ ,,palais sommer''-ის ფარგლებში;
2019 წელს გამოფენა პროექტის ფარგლებში
,,მუზეუმის ღამე", შჩეცინი, პოლონეთი; 2018 წელს პერსონალური გამოფენა
ბანფის საერთაშორისო,
სამთო ფილმების ფესტივალის ფარგლებში, თბილისი;
2018 წელს გამარჯვებული ხატვის კონკურსში
,,აიესაის მხატვარი''; 2013 და 2012 წლებში გამარჯვებული ხატვის/პოსტერების
კონკურსში
ჯანსაღი ცხოვრების თემაზე, პროექტის პარტნიორი ,,USAID''.