ავტორი: დიმიტრი თავაძე
სათაური: დეკორაციის ესკიზი
წელი: XX ს-ის 60-იანი წლების დასაწყისი
ზომა: 38x41 სმ.
მასალა: მუყაო, გუაში, აპლიკაცია
მდგომარეობა: კარგი
ბიოგრაფია:
დიმიტრი თავაძე (1911-1990) არის ქართველი მხატვარი და სცენოგრაფი.
1926 წელს დაამთავრა ქუთაისის საშუალო სასწავლებელი. იგი ბავშვობიდან ავლენს ხატვის ნიჭს და ეუფლება ხატვას პეტრე ოცხელთან ერთად სამხატვრო სტუდიაში ვანო ჭეიშვილის ხელმძღვანელობით. 1926 წლიდან განათლებას იღებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგები იყვნენ გიგო გაბაშვილი, იოსებ შარლემანი, ევგენი ლანსერე.
1927-1930 მუშაობს რუსთაველის აკადემიეურ თეატრში რეჟისორის თანაშემწედ, 1930-1948 წლებში მხატვრად და 1948-1976 წლებში მთავარ მხატვრად.
თავისი შემოქმედების განმავლობაში დიმიტრი თავაძემ 150-ზე მეტი სპექტაკლი გააფორმა 20 თეატრში. მათგან 57 სპექტაკლი რუსთაველის თეატრში. იგი თანამშრომლობდა მრავალ სახელოვან რეჟისორთან. მაგალითად, სანდრო ახმეტელთან, დიმიტრი ალექსიძესთან, მიხეილ თუმანიშვილთან, რობერტ სტურუასთან და ა.შ.
დიმიტრი თავაძეს მინიჭებული ჰქონდა წოდებები "ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე", "სახელმწიფო პრემიის ლაურეატი", "საქართველოს სახალხო მხატვარი".
დიმიტრი თავაძე, ასევე, 1933 წლიდან მონაწილეობს მრავალ გამოფენაში თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგში, სან-პაულოში, გერმანიაში. პერსონალური გამოფენები ჰქონდა თბილისში 1964, 1975, 1982 წლებში და მოსკოვში 1971 წელს.
დიმიტრი თავაძის ნამუშევრები ინახება: მოსკოვის ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში; პეტერბურგის პუშკინის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში; თბილისის თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში; რუსთაველის თეატრის მუზეუმში; სხვადასხვა თეატრებისა და მუზეუმების ფონდებში. ასევე კერძო კოლექციებში საქართველოში, გერმანიაში, ინგლისში, ჰოლანდიაში, რუსეთში.