ბექა საყვარელიძე დაიბადა 1991 წელს. ის ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულება (2010-2016, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა).

ამჟამად, ის არის მოწვეული პედაგოგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; დრეზდენის საერთაშორისო გამოფენა „კულტურა-სინქრონის" სამხატვრო ხელმძღვანელი; არტ ჯგუფი „ფერადი კაბრიოლეტის" წევრი.

2018 წელს მან მოიპოვა „კანალეტოს პრიზი" (დრეზდენი, გამოფენა „კულტურა-სინქრონი). 2017 წელს გახდა პრემია ვიზუალურ ხელოვნებაში „ჯირაფის" გამარჯვებული.

მონაწილეობა აქვს მიღებული ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში საქართველოსა და უცხოეთში. მათ შორის: 2019 წელს მილანში გამოფენა "Renoir Award" - გალერეა M.A.D.S Milano; 2019 წელს "Art Without Borders" - ბელგრადის ნაციონალური გალერეა; 2018 წელს თბილისსა და ბათუმში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი "Life'N'style" - თი ბი სი ბანკის არტ გალერეა; 2018 წელს ბერლინში "I Create Reality" - გალერეა GeoArt; 2014 წელს ფლორენციაში ვორქშოპი Del Bianco ("Palazzo Coppini"); 2016 წელს ბულგარეთის ბიენალე (სოფია); 2015 წელს თბილისში „ხვიჩა გაქცევას აპირებს" - არტ გალერეა "Silk"; 2015 წელს „მხედარი" - არტ გალერეა "Alliance 22" და სხვ.

  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge