ჯულია სანიკიძე დაიბადა 1986 წლის 27 მარტს. ის არის ქართველი ხელოვანი.

2004-2008 წლებში განათლება მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე; 2010-2016 წლებში აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე (ბაკალავრისა და მაგისტრატურის ხარისხი).

მონაწილეობა აქვს მიღებული პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში. მათ შორის: ბენეტონის მიერ გამართული ფესტივალი  „ფერები მსოფლიოს"; 2007 წელს ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეა „სააღდგომო გამოფენა";  2018 წელს არტ გალერეა ვაკე  „რვა დღე გაზაფხულამდე"; 2016-2019 წლებში ინკლუზიური პროექტები: „მე ვხედავ თითებით" თბილისის ეროვნული მუზეუმი, სახვითისა  და ბათუმის მუზეუმებში; 2016 წელს არტ გალერეა Silk „9 ჰო"  და სხვ.

  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge