ბექა სვირავა დაიბადა 1987 წლის 6 ივლისს თბილისში.

ბექამ განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის მიმართულებით. 2004-2008 წლებში ბაკალავრის ხარისხი და 2008-2010 წლებში მაგისრტრის ხარისხი.

ბექას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში. მათ შორის: 2003 და 2004 წელს ჩეხეთის საერთაშორისო გამოფენა; 2004 წელს პერსონალური გამოფენა, გალერეა „კამეა"; 2006 წელს, გალერეა „Academy +"; 2008 წელს „Pro Art" 2008 - ჯგუფური გამოფენა, გალერეა „ვერნისაჟი"; 2008 წელს კონსერვატორიის დარბაზი, „მუსიკა ხატვისას"; 2009 წელს ჯოზეფ ჰეიდნისათვის მიძღვნილი გამოფენა; 2009 წელს რუსთაველის გამზირი, დღე და ღამე „ვერნისაჟი"; 2010 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გამოფენა „დინამიკა"; 2010 წელს „ავსტრიის ბიბლიოთეკა";  2010 წელს სტუდია „Riverside" ლონდონში. 2011 წელს ლ. ტოლსტოისადმი მიძღვნილი გამოფენა; 2013 წელს პერსონალური გამოფენა გერმანიაში; 2014 წელს პერსონალური გამოფენა „47 საათი" საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი;  2014 და 2015 წელს პერსონალური გამოფენა, გალერეა „SFUMATO"; სს საქართველოს ბანკის პროექტი „არ გაჩერდე".

ბექას ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში. ასევე, სურათი "ზამთარი ნახალოვკაში" დაცულია თბილისის თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, ხოლო სურათი "ვარშავა" - საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში.

 
  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge