ნატალია ლაშხი დაიბადა 1995 წლის 16 აგვისტოს თბილისში.

ნატალიამ განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ფერწერის მიმართულებით. 2014-2018 წლებში ბაკალავრის ხარისხი და 2018-დღემდე მაგისტრატურის ხარისხი; ერასმუსის პროგრამით სოფიას ნაციონალურ სამხატვრო აკადემიაში, ბულგარეთში, (მაგისტრატურის მეორე კურსის მეორე სემესტრი).

ნატალიას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში. მათ შორის: 2020 წელს გამოფენა „ცვლილებათა თავისუფლება", გალერეა არტტენტი, თბილისი; 2020 წელს გამოფენა „ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები", გალერეა არტტენტი, თბილისი; 2020 წელს BI აუქციონი, „კორონას დღეები" IArt გალერეა, თბილისი; 2020 წელს გამოფენა „8 მარტი", სითი მოლი, თბილისი; 2020 წელს გიორგი გეგეჭკორის შემოქმედებითი სახელოსნოს გამოფენა, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი, თბილისი; 2019 წელს გამოფენა "Laterna Magica", ქეთი მატაბელის პროექტი, აჭარის ხელოვნების მუზეუმი, ბათუმი; 2019 წელს პერსონალური გამოფენა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU), თბილისი; 2019 წელს გამოფენა „სხივთა თეატრი", ქეთი მატაბელის პროექტი, საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისი; 2019 წელს გამოფენა „ფორმა და სივრცე", საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;  2019 წელს "ArtTent" ART Bazaar, თბილისი; 2019 წელს გამოფენა „სხივთა თეატრი", ქეთი მატაბელის პროექტი, საქართველოს პარლამენტი, თბილისი; 2019 წელს ფესტივალ "Palais Sommer"-ს ფარგლებში ჩატარებული გამოფენა"კულტურა/სინქრონის" მონაწილე, დრეზდენი, გერმანია; 2019 წელს გამოფენა "სხივთა თეატრი "- ტრადიცია და ინოვაცია: შემოქმედებითი ექსპერიმენტები სახვით ხელოვნებაში" - ქეთი მატაბელის პროექტი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, თბილისი; 2019 წელს საქველმოქმედო გამოფენა საქართველოს პარლამენტში; 2019 წელს პერსონალური გამოფენა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "სხვა შუადღეში"; 2019 წელს პერსონალური გამოფენა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (პროექტი "მეხელოვნება"); 2018-2019 წელს გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში; 2018 წელს "Start Exhibition", გამოფენა Expo Georgia-ში; 2018 წელს გამოფენა მირზაანში; 2018 წელს პოლონეთის ბიენალე; 2017 წელს "თბილისური მოზაიკა" ჰ. თუმანიანის სახლ-მუზეუმში, თბილისი; 2017 წელს გამოფენა ამერიკის საელჩოში; 2017 წელს "დახატე, რასაც გრძნობ", საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი; 2016 "პოეზია და ხელოვნება", საქართველოს მწერალთა სახლი, თბილისი; 2016 წელს გამოფენა მედიათეკაში, თბილისი.

ნატალიას ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში საქართველოში, გერმანიაში, ამერიკაში, თურქეთში და რუსეთში.

 

 
  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge