მაკა ზედელაშვილი დაიბადა 1986 წლის 7 აპრილს თბილისში.  ის არის ქართველი მხატვარი. მისი ძირითადი მიმართულებებია ფერწერა, ციფრული გრაფიკა, კერამიკა.

მაკამ განათლება მიიღო 2003-2007 და 2007-2009 წლებში თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში.

მაკას შემოქმედება ექსპრესიულობით და დრამატიზმით ხასიათდება, რასაც მასალათა ნაირსახოვნება უზრუნველყოფს. მხატვრისათვის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს საზოგადოებისა და ინდივიდის, დამოუკიდებელ განვითარების ხაზთა ურთიერთქმედება და ამ ურთიერთქმედების ფორმები სხვადასხვა დროსა და სივრცეში. მისი ნამუშევრები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა წინაქრისტიანული რწმენა-წარმოდგენები, კულტურული მრავალფეროვნება, სოციალური პრობლემები, გენდერული დისბალანსი და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მხატვრის მიერ ქალთა სოციალურ როლსა და მათ პრობლემებზე შექმნილიმა ნამუშევართა სერიამ, ქალის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯილდო დაიმსახურა.

მაკას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ გამოფენაში. მათ შორის: 2020 წელს თბილისის ონლაინ ბიენალე - ჯგუფური პროექტი; 2020 წელს „მარტო სახლში" - ონლაინ არტ პლატფორმა; 2020 წელს Ski Competition and Gala Dinner - CCIFG-აუქციონი; 2019 წელს სოლო გამოფენა-ლიტერატურის მუზეუმი; 2019 წელს პრინტ ფესტივალი - Life N Style -ღვინის ქარხანა# 1; 2018 წელს ჯგუფური გამოფენა - გალერეა „შარდენი"; 2019 წელს ჯგუფური გამოფენა - არტ გალერეა „ვაკე"; 2018 წელს საერთაშორისო ფესტივალი "არტისტერიუმი როგორიც ის არის" - თბილისის ისტორიის მუზეუმი; 2018 წელს ფესტივალი "მისამართი" - ბათუმი; 2018 წელს "BI Auction" - სოლო; 2018 წელს "ვნებები და უფლებები" - მონაწილოება და ჯილდო - 1 ადგილი; 2018 წელს პრინტ ფესტივალი - Life N Style - თბილისი, ღვინის ქარხანა# 1, ბათუმი, ხელოვნების მუზეუმი; 2018 წელს თბილისის ფესტივალი; 2018 წელს თბილისი მოლი; 2018 წელს "ლაღიძის წყალი და ქართველი მხატვრები" - ეროვნული მუზეუმი; 2018  წელს ჯგუფური გამოფენა "cavaart" - მოსკოვი; 2018 წელს ქალთა ფონდი საქართველოში - TBC გალერეა; 2018  წელს სააღდგომო გამოფენა - არტ გალერეა"ვაკე"; 2018 წელს Call for Chelsea ნიუ იორკი; 2018 წელს „ქალი - სიცოცხლისა და ენერგიის წყარო" - დიჯიტალ არტი, ფაბრიკა - სოლო გამოფენა; 2018 წელს საშობაო გამოფენა - არტ ვილა გარიყულა; 2017 წელს "გარემოს ვიბრაცია" - ნიუ იორკი; 2017 წელს ჯგუფური გამოფენა-ზურაბ წერეთელი მომა თბილისი; 2017 წელს საქველმოქმედო აუქციონი - გამრეკელის გალერეა 2016 წელს საქველმოქმედო გამოფენა - „ვიტამინი-მხატვრები სიცოცხლისთვის", ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2015 წელს „სიყვარულით საქართველოდან" - ბაქოს ეროვნული მუზეუმი.

მაკას ნამუშევრების უმეტესობა ინახება კერძო კოლექციებში საქართველოში, უკრაინაში, იტალიაში, გერმანიაში, აზერბაიჯანში და ამერიკაში.

 

 

 
  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge