ირაკლი კუნჭულია დაიბადა 1987 წლის 8 ოქტომბერს.

ირაკლიმ განათელბა მიიღო 2001-2003 წლებში ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკურ კოლეჯში; 2003-2004 წლებში ი. ვირსალაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში; 2004-2009 თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კინო-ტელე მხატვრობის მიმართულებით; 2009-2010 წლებში ბერლინის სამხატვრო სკოლაში, ფერწერის სასწავლო კურსზე.

ირაკლის მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში. 2019 წელს  „117 სმ 59 დღე" იარტ გალერეა, თბილისი; 2019 წელს სს „საქართველოს ბანკი" პროექტი „არ გაჩერდე", შესრულებული 250 ნამუშევარი; 2018 წელს „2X2=5" სასტუმრო რუმსი, თბილისი; 2018 წელს „39 ნაბიჯი", თბილისი გეიტ გალერი; 2017 წელს პერსონალური გამოფენა იარტ გალერეა, თბილისი; 2017 წელს „არტ პორტალი" იარტ გალერეა, თბილისი; 2017 წელს ქალაქი სანკტ პეტერბურგი, გალერეა ვერნისაჟი, თანამედროვე მხატვართა ფლიგელი - ნამუშევარი მოხვდა მუდმივ ექსპოზიციაში; 2016 წელს „Centro Civiko Barcelona", ქალაქი ბარსელონა; 2016 წელს პერსონალური გამოფენა იარტ გალერეა, თბილისი; 2014 წელს გამოფენა სასტუმრო თბილისი მერიოტი; 2011 წელს „ჯინს ბარი", თბილისი; 2009 წელს ბერლინალეს კინო ფესტივალი, ქალაქი ბერლინი, გამოფენილი კინო ესკიზები, დაჯილდოვებულია სპეციალური პრიზით; 2008 წელს სამხატვრო აკადემიაში საერთო გამოფენა, თბილისი; 2007 წელს საერთო გამოფენა თემაზე სიბერე, ქალაქი ნიუ იორკი; 2003 წელს პერსონალური გამოფენა ძველი გალერეა, თბილისი.

2016 წელს ირაკლი კუნჭულიამ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად დაარსა პირველი ფერწერის ღია სახელოსნო და 2018 წელს თბილისი გეით გალერეა.

ირაკლის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ - გერმანია, რუსეთი, შვეიცარია, აშშ, არგენტინა, საფრანგეთი, ჰონკონგი და სხვ.

 
  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge