ნიკა ხაბელაშვილი დაიბადა 1999 წლის 15 აპრილს.

ნიკას განათლება აქვს მიღებული 2011-2016 წლებში გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში; 2017 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, დაზგური ფერწერის მიმართულებით; 2019 წელს შჩეცინის ხელოვნების აკადემიაში, „ერასმუს +"-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონეთში.

ნიკას მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში, კონკურსებსა და პერფორმანსებში. მათ შორის: 2021 წელს პერსონალური გამოფენა "ბინა №2", თბილისი; 2020 წელს ხელოვნების სამენეჯმენტო კომპანია "ორიანის" მიერ ორგანიზებული გამოფენა "დროებითი კედლები"; 2020 წელს პერფორმანსი ,,კევა-კორონა+ევა'', თბილისი, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი; 2020 წელს გამოფენა ,,კულტურა, სინქრონი'', დრეზდენის საერთაშორისო  პროექტ ,,palais sommer''-ის ფარგლებში; 2019 წელს გამოფენა პროექტის ფარგლებში ,,მუზეუმის ღამე", შჩეცინი, პოლონეთი; 2018 წელს პერსონალური გამოფენა ბანფის საერთაშორისო, სამთო ფილმების ფესტივალის ფარგლებში, თბილისი; 2018 წელს გამარჯვებული ხატვის კონკურსში ,,აიესაის მხატვარი''; 2013 და 2012 წლებში გამარჯვებული ხატვის/პოსტერების კონკურსში ჯანსაღი ცხოვრების თემაზე, პროექტის პარტნიორი ,,USAID''.

 

  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge