ხვიჩა წენგუაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1998 წლის 22 იანვარს.

2016 წლიდან სწავლობს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულებით (მე-IV კურსის სტუდენტი).

ხვიჩას 2010 წლიდან მონაწილეობა აქვს მიღებული სხვასხვა გამოფენებსა და კონკურსებში. მათ შორის: 2010 წლის 11 დეკემბერს  პირველი პერსონალური გამოფენა, ქ. თბილისი ზაალ სულაკაურის სამხატვრო  სტუდია; 2019 წლის 3 აგვისტოს,  პერსონალური გამოფენა, ქ. თბილისი „Art Cafe Tiflis Brunch"; 2019 წლის 30 სექტემბერს,  პერსონალური გამოფენა, ქ. თბილისი „Tbilisi Gate Gallery"; 2020 წლის 7 აგვისტო, „Lisi Wonderland" გარე სივრცეში ჯგუფური გამოფენა; 2018 წლის 26 დეკემბერს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა დააჯილდოვა ფულადი პრემიით, საჩუქრებით და გადასცა სიგელი; MOMA Tbilisi-ში სტუდენტების ჯგუფური გამოფენა 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა; 2011 წლის 16 ნოემბერი. ქ. თბილისი, მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმში  ბრიტანელი მწერლის ენდრიუ ლეინის მიერ კონკურსში დაჯილდოვება; 2018 წლის 18 ივნისს რუსთაველის თეატრის გვირაბში ,,ახალი ქიმერიონის" გახსნასთან დაკავშირებით გამართული გამოფენა; 2018 წელი, 22-23 დეკემბერი, პროექტ „აიესაის მხატვარში" მონაწილეობა.

 
  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge