ხვიჩა წენგუაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1998 წლის 22 იანვარს.

2021 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საბაკალავრო პროგრამა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი - გრაფიკის მიმართულებით (ანიმაცია). ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი ხატვის მიმართულებით.

სტუდენტობის პერიოდში მიღებული აქვს მონაწილეობა პროექტებში, კონკურსებსა და გამოფენებში. კერძოდ: ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის „მეცნიერება კაპიტანია" ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „ფერით დანახული მეცნიერება" გამარჯვებული (I ადგილი - „სიცოცხლე სიცოცხლისთვის"); ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის „მეცნიერება კაპიტანია" ფარგლებში, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის მიერ გამოცხადებულ ესკიზების კონკურსში გამარჯვებული (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კედლის მოხატვა); პროექტის „მეცნიერების კალენდარი - 2021" ფარგლებში გორის სასწავლო უნივერსიტეტის საგრანტო ოფისის ევროპული სივრცის მოხატვა კონკურსის მიხედვით შერჩეული მეცნიერების თემატიკაზე მის მიერ შექმნილი ესკიზის მიხედვით; ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო კონკურსში "პორტრეტებში დანახული ბრანკუზი 145" გამარჯვებული (სპეციალური პრიზი „Rotary Club T argu Jiu" მიერ); ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში „MOMA Tbilisi"-ში სტუდენტების ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობა, მუზეუმმა დააჯილდოვა ფულადი პრემიით, საჩუქრებით და გადასცა სიგელები ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს საუკეთესო ფერწერული ნამუშევრისთვის - ხვიჩა წენგუაშვილს.

ხვიჩას 2010 წლიდან მონაწილეობა აქვს მიღებული სხვასხვა გამოფენებსა და კონკურსებში. მათ შორის: 2010 წლის 11 დეკემბერს  პირველი პერსონალური გამოფენა, ქ. თბილისი ზაალ სულაკაურის სამხატვრო  სტუდია; 2019 წლის 3 აგვისტოს,  პერსონალური გამოფენა, ქ. თბილისი „Art Cafe Tiflis Brunch"; 2019 წლის 30 სექტემბერს,  პერსონალური გამოფენა, ქ. თბილისი „Tbilisi Gate Gallery"; 2020 წლის 7 აგვისტო, „Lisi Wonderland" გარე სივრცეში ჯგუფური გამოფენა; 2011 წლის 16 ნოემბერი. ქ. თბილისი, მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმში  ბრიტანელი მწერლის ენდრიუ ლეინის მიერ კონკურსში გამარჯვებული; 2018 წლის 18 ივნისს რუსთაველის თეატრის გვირაბში ,,ახალი ქიმერიონის" გახსნასთან დაკავშირებით გამართული გამოფენა.

  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge