სოფო მამალაძე დაიბადა 2001 წლის 28 დეკემბერს თბილისში.

სოფო ბავშვობაში დიდ დროს ატარებდა ლია შველიძისა და მამუკა ცეცხლაძის სამხატვრო სახელოსნოში. 2012 წელს მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენაში.

2020 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, თავდაპირველად დაზგური გრაფიკის მიმართულებით, შემდგომ წიგნის დიზაინისა და ილუსტრაციის მიმართულებით. 2020 წელს გაიმარჯვა რამოდენიმე კონკურსში, მათ შორის რია ქებურიას ფონდის კონკურსში, „covid-19"-თან დაკავშირებით. ასევე, მონაწილეობა მიიღო უცხოეთის პროექტებში, მათ შორის „ტაკი2020" - ლიტვის სამხატვრო აკადემიის პროექტი ილუსტრატორებისთვის.

 
  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge