ქეთევან ანასოვი დაიბადა 1999 წლის 21 აპრილს.

ქეთევანი ბავშვობაშივე გამოვლენილი მხატვრული ნიჭის გამო 2005 წლიდან იღებდა განათლებას პროფესიული მხატვრული კუთხით, სრული სასწავლო კურსის გავლის შემდეგ გახდა ნორჩ მხატვართა კავშირის წევრი. 2016-2017 წლებში სწავლობდა თბილისის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლაში. იგი 2017 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ქანდაკების მიმართულებით სწავლობს.

ქეთევანი ბავშვობიდანვე იღებდა მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებსა და კონკურსებში. ასევე, დამატებითი ცოდნის მისაღებად 2019 წლის ზაფხულში მუშაობდა კინო სტუდია „ქართულ ფილმში" მოკლე მეტრაჟიანი ფილმების მხატვრად. ბოლო პერიოდში, 2020-2021 წლებში მონაწილეობა მიიღო Bi auction-ისა და Iart გალერიის საერთო ყოველწლიურ პროექტში „აუქციონი ახალგაზრდა არტისტებისთვის," სადაც წარმატებით გაიყიდა მისი ნამუშევრები. ასევე, 2021 წელს ქეთევანმა მონაწილეობა მიიღო art Tent-ის ღონისძიებაში „live painting".

 

 

 

  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge