ზომა: 55 x 45 სმ
მასალა: ტილო, ზეთი
მდგომარეობა: კარგი
წელი: 2020
გადახდის ვადა: აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღე
ბიოგრაფია:
ნატალია ლაშხი დაიბადა 1995 წლის 16 აგვისტოს თბილისში.
ნატალიამ განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ფერწერის მიმართულებით. 2014-2018 წლებში ბაკალავრის
ხარისხი და 2018-დღემდე მაგისტრატურის ხარისხი; ერასმუსის
პროგრამით სოფიას ნაციონალურ სამხატვრო აკადემიაში, ბულგარეთში, (მაგისტრატურის მეორე
კურსის მეორე სემესტრი).
ნატალიას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ჯგუფურ და პერსონალურ
გამოფენაში. მათ შორის: 2020 წელს გამოფენა „ცვლილებათა თავისუფლება", გალერეა არტტენტი,
თბილისი; 2020 წელს გამოფენა „ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები", გალერეა არტტენტი, თბილისი;
2020 წელს BI აუქციონი, „კორონას დღეები" IArt გალერეა, თბილისი; 2020 წელს გამოფენა
„8 მარტი", სითი მოლი, თბილისი; 2020 წელს გიორგი გეგეჭკორის შემოქმედებითი სახელოსნოს
გამოფენა, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი, თბილისი;
2019 წელს გამოფენა "Laterna Magica", ქეთი მატაბელის პროექტი, აჭარის ხელოვნების მუზეუმი,
ბათუმი; 2019 წელს პერსონალური გამოფენა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU),
თბილისი; 2019 წელს გამოფენა „სხივთა თეატრი", ქეთი მატაბელის პროექტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო, თბილისი; 2019 წელს გამოფენა „ფორმა და სივრცე", საქართველოს პარლამენტის
ეროვნული ბიბლიოთეკა; 2019 წელს "ArtTent"
ART Bazaar, თბილისი; 2019 წელს გამოფენა „სხივთა თეატრი", ქეთი მატაბელის პროექტი,
საქართველოს პარლამენტი, თბილისი; 2019 წელს ფესტივალ "Palais Sommer"-ს ფარგლებში
ჩატარებული გამოფენა"კულტურა/სინქრონის" მონაწილე, დრეზდენი, გერმანია; 2019 წელს გამოფენა
"სხივთა თეატრი "- ტრადიცია და ინოვაცია: შემოქმედებითი ექსპერიმენტები სახვით ხელოვნებაში"
- ქეთი მატაბელის პროექტი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, თბილისი; 2019 წელს
საქველმოქმედო გამოფენა საქართველოს პარლამენტში; 2019 წელს პერსონალური გამოფენა ტელეკომპანია
რუსთავი 2-ის გადაცემა "სხვა შუადღეში"; 2019 წელს პერსონალური გამოფენა საქართველოს
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (პროექტი "მეხელოვნება");
2018-2019 წელს გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში; 2018 წელს
"Start Exhibition", გამოფენა Expo Georgia-ში; 2018 წელს გამოფენა მირზაანში;
2018 წელს პოლონეთის ბიენალე; 2017 წელს "თბილისური მოზაიკა" ჰ. თუმანიანის სახლ-მუზეუმში,
თბილისი; 2017 წელს გამოფენა ამერიკის საელჩოში; 2017 წელს "დახატე, რასაც გრძნობ",
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი; 2016 "პოეზია და ხელოვნება",
საქართველოს მწერალთა სახლი, თბილისი; 2016 წელს გამოფენა მედიათეკაში, თბილისი.
ნატალიას ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში საქართველოში,
გერმანიაში, ამერიკაში, თურქეთში და რუსეთში.