16:33:25
საიტის მოხმარების წესები და პირობები
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საიტის მოხმარების წესებსა და პირობებს. მოცემული წესებისა და პირობების გათვალისწინებით თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტი auctionhouse.ge. საიტის გამოყენებით და/ან რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით საიტის წესებს, შეწყვიტეთ საიტის გამოყენება. კომპანია უფლებას იტოვებს, რომ მისი საიტის მოხმარების წესებსა და პირობებში ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება და ეს ცვლილებები ამ დოკუმენტის ნაწილი გახდება. კონკრეტულ შემთხვევებში, საიტის სხვა გვერდებზე, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს დამატებითი წესები და პირობები. • საიტი არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანი პირებისათვის. საიტზე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ისეთი ხელოვნების ნიმუშები, სადაც ნაჩვენებია სიშიშვლე, რაც დაფარული არ იქნება. თუ მომხმარებელს არ მოსწონს საიტი ან შეურაცხმყოფელად მიაჩნია მასზე არსებული სურათები და მასალები, მან უნდა შეწყვიტოს საიტის გამოყენება. • აუქციონში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება არასრულწლოვანი პირებისათვის. • შპს „თბილისის სააუქციონო სახლი,, არ უზრუნველყოფს საიტის უწყვეტ და ხარვეზების გარეშე ფუნქციონირებას. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ხარვეზებიდან წარმოქმნილ რაიმე შეფერხებებზე. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ აუქციონი ტარდება ელექტრონულად და დამოკიდებულია აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე რასაც შესაძლოა მოულოდნელად ხარვეზები წარმოეშვას. შპს „თბილისის სააუქციონო სახლს,, უფლება აქვს გააუქმოს ბიჯი და/ან აუქციონის შედეგები და ხელახლა გაიტანოს აუქციონზე ლოტი, რომელზეც საიტის გაუმართაობამ მოახდინა ზეგავლენა. შპს „თბილისის სააუქციონო სახლის,,გადაწყვეტილება საბოლოოა. • საიტზე წარმოდგენილი ლოგოების, სურათების, მასალების საავტორო უფლებები დაცულია და მათი გამოყენება და გავრცელება აკრძალულია. საიტზე არსებული ინფორმაციის გამოყენება პირადი ან კომერციული მიზნებისათვის აკრძალულია. • საიტზე წარმოდგენილი სურათები, ფოტოები შესაძლოა განსხვავებული იყოს მისი ამჟამინდელი მდგომარეობისაგან. და/ან სხვანაირად (განსხვავებული ფერები, ზომა) ჩანდეს ფოტოზე ვიდრე იგი სინამდვილეშია. • მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მას შეეძლო შეძენამდე ენახა ნივთი; შეემოწმებინა და განესაზღვრა მისი მდგომარეობა, ზომა, შეკეთება/რესტავრაცია საჭიროება. გარდა იმ შემთხვევისა თუ ის იპოთეკის საგანია. შპს „თბილისის სააუქციონო სახლი,, წარმოდგენილია, როგორც მხოლოდ შუამავალი, (თუ სხვანაირად არაა მითითებული) და არ ატარებს აუქციონზე წარმოდგენილი ლოტის დამოუკიდებელ გამოძიებას და მდგომარეობის შემოწმებას. შპს „თბილისის სააუქციონო სახლი,, არ იძლევა არანაირ გარანტიას ნივთის/ლოტის აღწერის, ავთენტურობის, ატრიბუტიკის, მდგომარეობის შესახებ. • შპს „თბილისის სააუქციონო სახლი,, შეძლებისამებრ წარადგენს ხელოვნების ნიმუშის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მომხმარებელი ითვალისწინებს, რომ ეს ინფორმაცია არის მხოლოდ შეხედულება და არ არის გარანტია. • შპს „თბილისის სააუქციონო სახლი,, სარეალიზაციოდ განთავსებულ ხელოვნების ნიმუშებს თვითონ არ აფასებს და არ უტარებს ექსპერტიზას, იგი ეყრდნობა მფლობელის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და მასალებს. შესაბამისად შპს „თბილისის სააუქციონო სახლი,, არ აგებს პასუხს სარეალიზაციო ლოტების ავთენტურობაზე. • საიტზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აცნობიერებს, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ინახება. ამ ინფორმაციის გამოყენება აუცილებელია სააუქციონო მომსახურების ჩატარებისათვის. შპს „თბილისის სააუქციონო სახლი,, ზრუნავს მომხმარებლის მიერ მოწოდებულ პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. რეგისტრაციის დროს მომხმარებელი აცნობიერებს, რომ შპს „თბილისის სააუქციონო სახლს,, უფლება აქვს შეგიზღუდოთ საიტის გამოყენება და მოახდინოს მომხმარებლის რეგისტრაციის დეაქტივაცია. • საიტზე შესაძლებელია მითითებული იყოს მესამე პირის მფლობელობის ბმულები. შპს „თბილისის სააუქციონო სახლი,, არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ბმულებზე. ეს ბმულები წარმოდგენილია მხოლოდ მომხმარებლის ინფორმირებულობისათვის. • მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ შპს „თბილისის სააუქციონო სახლი,, და მისი თანამშრომლები არ იღებენ პასუხისმგებლობას ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ ზიანზე და მის კომპენსაციაზე. • შპს „თბილისის სააუქციონო სახლი,, არ უზრუნველყოფს შეძენილი ნივთების ტრანსპორტირებას (თუ სხვანაირად არაა მითითებული). შპს „თბილისის სააუქციონო სახლი,, არ იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ მითითებულ რეკომენდირებულ კურიერის სერვისებზე და ტრანსპორტირებისას შექმნილ რაიმე ზიანზე. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მიღება მომხმარებელს, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტ აუქციონში, უნდა გაიაროს რეგისტრაცია; მოიძიოს სასურველი ლოტი და გადაიხადოს მითითებული საგარანტიო თანხა. ამის შემდეგ იგი შეძლებს აუქციონში მონაწილეობას. აუქციონში გამარჯვებულია საბოლოო ბიჯის განმახორციელებელი პირი. • ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების შესყიდვის სრული ღირებულება უნდა გადაიხადოს კონკრეტულ ლოტზე მითითებულ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილი საგარანტიო თანხა რჩება შპს „თბილისის სააუქციონო სახლს,,. ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება და შეიძლება გაიმართოს ხელხალა. • აუქციონში დამარცხებულ პირს, ლოტზე გადახდილი საგარანტიო თანხა სრულად უბრუნდება აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღის განმავლობაში. თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ • თქვენ, ამ დოკუმენტის საფუძველზე ადასტურებთ რომ ინფორმირებული ხართ, თქვენი თანხმობით, თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რომელთაც გვაწვდით როდესაც სარგებლობთ ჩვენი ინტერნეტ პლატფორმებითა და ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა მომსახურებით, და მათ შორის, ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ფორმების შევსებით ან სხვაგვარად თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენთვის მოწოდებით, ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები მუშავდება შპს ,,თბილისის სააუქციონო სახლი,,-ს მიერ, მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, ბლოკი ოთხი, სართული 1, ოფისი 35/1; საიდენტიფიკაციო ნომერი: 204545974. • თქვენ მიერ, პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თანხმობით აცხადებთ და ადასტურებთ, რომ აღნიშნული პერსონალური მონაცემების, მათ შორის, სახელი და გვარი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მობილურის ნომერი, ან/და სხვა სახის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი მიზნ(ებ)ით კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მომსახურების გაწევის მიზნით; • კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე კონსულტაციის გაწევის მიზნით: • აქციების, მარკეტინგული შეთავაზებების, კომპანიის შესახებ ინფორმაციის, კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე შემოთავაზებების (ოფერების), მათ შორის, სპეციალური შემოთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მოწოდების/გაცნობის მიზნით; • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და მისი განახლების მიზნით; • კვლევების, გამოკითხვების ჩატარების, მათ შორის, სტატისტიკური კვლევების ჩატარების და ანალიტიკური მიზნებისთვის; • თქვენი გამოცდილების და ინტერესების დახარისხების მეშვეობით თქვენი მოთხოვნილებ(ებ)ის შესაბამისი სტრატეგი(ებ)ის შემუშავება და ანალიზის საფუძველზე შესაბამისი კომერციული ან/და მარკეტინგული შემოთავაზებ(ებ)ის შემუშავება; • თქვენი უსაფრთხო და მოსახერხებელი ფუნქციონირების, ასევე, ინფორმაციის მოწოდების ეფექტურობის მიზნით; • სააუქციონო სახლის მიერ მიღებული დავალებ(ებ)ის, კონტრაქტ(ებ)ისა, შეთანხმებ(ებ)ისა და სხვა ვალდებულებ(ებ)ის ეფექტურად შესრულების მიზნით, იმ მიზნით და იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია თქვენი ინტერესებისთვის და კომპანიის მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულებისთვის; • თქვენ მიერ დასმული კითხვების დამუშავებისა და მასზე პასუხის გაცემის, გამოხმაურების მიზნით; • თქვენი ღონისძიებ(ებ)ისთვის რეგისტრაციის (ასეთის არსებოების შემთხვევაში) მიზნით; • ტექნიკური დახმარების ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით; • სააუქციონო სახლის მიერ მისი საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მოქმედებების განხორციელების მიზნით, რაც განპირობებულიასააუქციონო სახლის მიერ, მასზე დაკისრებული ვალდებულებ(ებ)ის, დავალებ(ებ)ის განხორციელების მიზნით. • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ინფორმაციას ავსებთ სხვა პირის სახელით, სააუქციონო სახლის მიერ ეს აღიქმება იმგვარად, რომ თქვენ ხართ შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი და გაგაჩნიათ უფლებამოსილება მოგვცეთ ყველა საჭირო თანხმობა, რათა ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის. • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვათ უარი თქვენ მიერ გაცხადებულ თანხმობაზე პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, შემდეგ მისამართზე info@auctionhouse.ge, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც სააუქციონო სახლი შეწყვეტს თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლის დამუშავებაზეც თქვენ განაცხადეთ უარი. • სააუქციონო სახლი არ გადასცემს მესამე პირებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: • თქვენი თანხმობით; • მოქმედი კანონმდებლობებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; • სახელმწიფო ორგანოებისთვის ან/და სამართალდამცავი ან/და აღამსრულებელი ორგანოებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა, თუ აღნიშნული მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობებით ან/და პირთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით; • მოქმედ კანონმდებლობებთან, მათ დებულებებთან შესაბამისობაში ყოფნის მიზნით, მათ შორის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნისა ან/და სახელმწიფო ორგანოს მიერ არსებული მოთხოვნის საფუძველზე; • თაღლითობის, ფულის გათეთრების, მექრთამეობის ან/და სხვა, მათ შორის, უსართხოების ან ტექნიკური პრობლემების გამოვლენის, მათი თავიდან აცილების ან სხვაგვარად მოგვარების მიზნით; • სხვა ისეთ შემთხვევებში, რა დროსაც აუცილებელია ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება და გადაცემა მესამე პირთათვის, მოქმედი კანონმდებლობების მოთხოვნათა დაცვით. • ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და დავამუშავებთ მათ წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის, იმ ხანგრძლივობით რაც საჭიროა ამ დოკუმენტში მითითებული საქმიანობის შესასრულებლად, ან იმდენი ხნით, რამდენიც სხვაგვარად გეცნობებათ, ან რამდენი ხანიც ეს დაშვებულია მოქმდი კანონმდებლობით. მაგალითად, ჩვენ შესაძლოა შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები თუ ეს აუცილებელია ნებისმიერი იურიდიული ვალდებულების, სამართლებრივი მოთხოვნის, დავის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესის მიზნებისთვის. • თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, პერსონალური მონაცემების შენახვის მაქსიმალურ ვადას წარმოადგენს 3 (სამი) წელი, მათი მიღებისა და პირველადი დამუშავების მომენტიდან. 3 (სამი) წლის ვადის გასვლის შემდეგ ასეთი პერსონალური მონაცემები წაიშლება ან სხვაგვარად განადგურდება. |