ინტერნეტ აუქციონი არის აუქციონის ისეთი ფორმა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში იმართება და მომხმარებელს ინტერნეტის საშუალებით შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება.
მომხმარებლს, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტ აუქციონში, საიტზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია. მოიძიოს სასურველი ნივთი, გადაიხადოს ლოტზე მითითებული საგარანტიო თანხა. ამის შემდეგ მომხმარებელი შეძლებს სასურველ ლოტზე ბიჯის დადებას. აუქციონში გამარჯვებული იქნება ის, ვინც ლოტის შესყიდვაზე ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.
აუქციონის შედეგების ნახვა შეგიძლიათ შედეგებში, სადაც განთავსებულია ყველა დასრულებული აუქციონი.
სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ზოგიერთი ტიპის ნივთის დათვალიერება შესაძლებელია, მაგ: ხელოვნების ნიმუშის შეძენამდე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის ტელეფონის ნომერზე 2 207 307 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@auctionhouese.ge და დაგეგმოთ ვიზიტი ნივთის დასათვალიერებლად.
კონკრეტულ ლოტზე მიითთებულია გადახდის ვადა, შესაბამისად ამ ვადის ამოწურვამდე უნდა მოხდეს ნარჩენი ღირებულების გადახდა.
გადაუხდელობის შემთვევაში მომხმარებელი კარგავს საგარანტიო თანხას.
საკურიერო მომსახურება შპს „თბილისის სააუქციონო სახლს“ აქვს მხოლოდ თბილისის მასშტაბით. ნივთის შემძენს შეუძლია მონიშნოს კურიერის მომსახურება და მიწოდების საფასური გადასახდელ ღირებულებას დაემატება. თუ შემძენს სურს თბილისის გარდა ნებისმიერ სხვა ადგილზე ნივთის მიტანა, ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ სხვადასხვა საკურიერო კომპანიები და დავაკავშიროთ მათთან.
ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირება. |