მარიამ შაქარაშვილი დაიბადა 1993 წლის 13 აპრილს.  

2011-2017 წლებში განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ფერწერის მიმართულებით.

ამჟამად, ის არის არის  დრეზდენის საერთაშორისო გამოფენა „კულტურა-სინქრონის"  სამხატვრო ხელმძღვანელი; მოწვეული პედაგოგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; „ალეკო ადამიას სახელობის სტიპენდიის" ხელმძღვანელი; ასევე, ხატვისა და ფერწერის ყოფილი პედაგოგი თბილისის სამხატვრო სასწავლებელში.

მონაწილეობა აქვს მიღებული პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებსა და პერფომანსებში საქართველოსა და უცხოეთში. მათ შორის: 2017 წელს თბილისში „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" - "არტ გალერეა ვაკე"; 2016 წელს „იყო და არა იყო რა" - აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეა; 2015 წელს "ციფრული ტერიტორია" - არტ გალერეა Silk; 2015 წელს  „ჰო" - თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი; 2019 წელს სერბეთში საერთაშორისო გამოფენა „ხელოვნება საზღვრებს გარეშე" - ბელგრადის ნაციონალური გალერეა; გამოფენა „კულტურა/სინქრონი" - დრეზდენი, გერმანია - ფესტივალი Palais Sommer; 2017 წელს ინკლუზიური პროექტები „მე ვხედავ თითებით" - თბილისისა და ბათუმის მუზეუმებში; 2017-2019 წელს თბილისსა და ბათუმში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFE'N'STYLE; 2018 წელს თბილისში Seen - გალერეა „წითელი კვადრატი"; პერფონმანსები 2018 წელს „ეს დროშა მშვიდობაში" (მიეძღვნა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას); 2017 წელს „გრძნობების დამლაგებელი" - ქ. გორის ხელოვნების სახლი; 2017 წელს  „უსაფრთხო მიგრაცია" International Organization of Migration.

  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge