მარიამ დევდარიანი დაიბადა 1990 წლის 25 დეკემბერს.

მარიამმა განათლება მიიღო 2008-2012 წლებში ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, დიზაინისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე.

მარიამს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში. მათ შორის პერსონალური გამოფენები: 2018 წელს ,,ოცნება ფერში", თბილისი, საქართველო; 2014 წელს „ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა'', თბილისი, საქართველო. ჯგუფური გამოფენები: 2020 წელს "გაზაფხული", თბილისი, საქართველო; 2019 წელს "#მეხელოვნება", თბილისი, საქართველო; 2019 წელს ფესტივალი „არგანი", ბათუმი, საქართველო; 2018 წელს „სერგო ფარაჯანოვის სახელობის კონკურსი-გამოფენა", თბილისი, საქართველო; 2017 წელს „თანამედროვე ფერწერის პოზიციები", ბერლინი, გერმანია; 2017 წელს „ჯგუფური გამოფენა", თბილისი, საქართველო; 2017 წელს „დახატე რასაც გრძნობ", თბილისი, საქართველო; 2016 წელს „საშობაო გამოფენა-გაყიდვა", თბილისი, საქართველო; 2015 წელს „ხელოვანი ქალები", თბილისი, საქართველო; 2015 წელს "ხელოვანების საერთაშორისო გამოფენა", სტამბული, თურქეთი; 2014 წელს "მისი სახლი" საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, ევროპის სახლი, თბილისი, საქართველო; 2014 წელს "თურქული და ქართული ხელოვნების მეორე საერთაშორისო ფესტივალი თბილისში. გამოფენა-ვორკშოპი", თბილისი, საქართველო; 2014 წელს „ფესტივალი ფანARTი", თბილისი, საქართველო; 2014 წელს "მხატვარ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია ფემინ არტის საქართველოს ფილიალის წევრებისა და თსუ-ს პედაგოგების ნამუშევრების გამოფენა", თბილისი, საქართველო; 2013 წელს "საშობაო გამოფენა", მწერალთა სახლი, თბილისი, საქართველო; 2013 წელს "ხელოვნების მსოფლიო ფესტივალი - მშვიდობისათვის" უბა, ბრაზილია; 2013 წელს "Femin & Art-ის მე-6 საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე ქართველ მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა", თბილისი, საქართველო; 2013 წელს „ხელოვან ქალთა ასოციაციის მე-6 საერთაშორისო გამოფენა", თურქეთი, ტრაპიზონი; 2013 წელს „თურქი და ქართველი მხატვრების გამოფენა", თბილისი, საქართველო; 2012 წელს „Let's Build A Roof Over the World", მხატვართა კავშირის გალერეა, თბილისი, საქართველო; 2007 წელს „სიცოცხლის დღე", თბილისი, საქართველო; 2001 წელს „მოსახლეობა და გარემო", თბილისი, საქართველო; 1999 წელს „ბავშვები სხვა ბავშვებისათვის", საფრანგეთი; 1998 წელს „კავკასიის ნორჩი მხატვრები", ლისე, ჰოლანდია, 1998 წელს „საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა", ჟენევა.

მარიამის ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში.

 

  • თბილისი 0186, ვაჟა-ფშაველას #71, სართული 1, ოფისი 35/1
  • 2 207 307
  • info@auctionhouse.ge